15:08 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 14:56:14, 1455 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა

„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდის მდგომარეობით, ჩინეთი საქართველოსთვის მესამე ექსპორტიორი და მეოთხე იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე გავიდა 120 მილიონი აშშ დოლარის საქონელი.

„ჩვენს ქვეყნებს ეკონომიკისა და წარმოების სტრუქტურაში ძალიან ძლიერი ურთიერთშევსებადობის უნარი გააჩნიათ. ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან დიდია, მომავალი კი - უაღრესად ნათელი“, - განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ეს გააუმჯობესებს ჩვენი ხალხების კეთილდღეობასა და აუცილებლად უზრუნველყოფს კიდევ უფრო ძლიერი სისტემური გარანტიებით ჩვენს ქვეყნებს შორის საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობას. საინვესტიციო სფეროების ბაზრის გახნას. აუცილებლად შეიქმნება სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი საბაზრო გარემო“, - განაცხადა გაო ხუჩენმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics