15:06 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 14:09:14, 794 ნახვა

რეგიონი
სურამში №9 -ე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება

სურამში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მდებარე №9 -ე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  

შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოები ხაშურის გამგებელთან, გიორგი გურასპაშვილთან ერთად მხარის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა მოინახულეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობა და სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით.

საბავშო ბაღის მომსახურებით ისარგებლებს 100-მდე აღსაზრდელი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული,რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის, გიორგი გურასპაშვილის თქმით, პროექტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

ცნობისთვის,  აღნიშნული პროექტის ღირებულება 130 000 ლარზე მეტია და სასწავლოს სეზონის დაწყებამდე დასრულდება.  სამუშაოებს აწარმოებს შპს „იმგო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics