11:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-22 17:26:11, 827 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთი ამბობს, რომ EU-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს დაბლოკავს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრი პიტერ სიიარტო ამბობს, რომ ორშაბათს ბუდაპეშტი დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას.

ამის შესახებ მან X-ზე დაწერა და მიზეზად დაასახელა, რომ უკრაინა მილსადენ დრუჟბის გავლით ნავთობის ტრანზიტს არ ახორციელებს.

"უნგრეთი ამ პაკეტს დაბლოკავს. ვიდრე უკრაინა დრუჟბის მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, ჩვენ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას არ დავუშვებთ", - დაწერა მან X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მუქარებს, რომლის თანახმადაც, თუ კიევი მილსადენ დრუჟბას გავლით ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენდა, მაშინ ისინი საპასუხოდ ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებდნენ.

"ულტიმატუმები კრემლს გაუგზავნეთ და არა კიევს", - განაცხადა უკრაინის საგარეომ.

სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას საგანგებო მნიშვნელობის მქონე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით ემუქრებიან.

სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ თუ კიევი ორშაბათამდე არ უზრუნველყოფს რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას სლოვაკეთში, ის ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ.

უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics