10:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 20:24:08, 2043 ნახვა

სამართალი
თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლეს - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღიდან ესროლა ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics