10:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 11:57:37, 978 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივი ვაშინგტონში მოხსენებით გამოვიდა

ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბრიტანელი მოსამართლის დასკვნაზე, რომელის თანახმადაც ვლადიმერ პუტინი შესაძლო მონაწილედ ითვლება, დღეს ვაშინგტონში მოხსენებით მოკლული ოფიცრის ქვრივი გამოვიდა.

მარინა ლიტვინენკომ შეხვედრაზე გაიხსენა ის დრო, როდესაც მისი მეუღლე და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს დაუპირისპირისპირდნენ.

ცნობისთვის, მოსამართლე რობერტ ოუენმა საჯარო გამოძიების 328 გვერდიანი დასკვნა მიმდინარე წლის 21 იანვარს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ "ეფესბეს" ყოფილი ოფიცრის მკვლელობა სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქციონირებული.

ბრიტანელი მოსამართლის რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“, ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა დიმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ. მკვლელობის ოპერაცია კი უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, პატრუშევის დავალებით მოხდა.

დღევანდელ შეხვედრას ვაშინგტონში ცნობილი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზაც ესწრებოდა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

როგორც მარინა ლიტვინენკომ დღეს ვაშინგტონში განაცხადა, რუსი ხალხის ის ნაწილი, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, თავს მიტოვებულად არ უნდა გრძნობდეს და უნდა იცოდეს, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა მის გვერდით იდგება.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ლიტვინენკომ რადიოაქტიური პოლონიუმით მოწამლული ჩაი დალია ლონდონის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში, კოვტუნთან და ლუგოვოისთან ერთად. ლიტვინენკო სამი კვირის შემდეგ, 2006 წლის 23 ნოემბერს, გარდაიცვალა ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში.

რუსეთი უარს აცხადებს კოვტუნისა და ლუგოვოის ექსტრადიციაზე. ლუგოვოი 2007 წლიდან რუსეთის პარლამენტის წევრია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics