10:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 12:18:02, 3643 ნახვა

სპორტი
რა თანხას მიიღებს მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქამრის შენარჩუნებისთვის?

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა. UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი ოქტაგონზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდა და 5 რაუნდიდან დაპირისპირებაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს ქართველისთვის, კარიერაში პირველი სატიტულო დაცვა იყო.

სპორტული გამოცემა thesportster-ზე დაყრდნობით, დვალიშვილი UFC 311-ზე გამარჯვებისთვის საბაზისო ანაზღაურების სახით 500 000 დოლარს მიიღებს. ასევე, ბონუსის სახით 100 000 დოლარს და pay-per-view ტურნირის შემოსავლიდან, სავარაუდოდ, 1.4 მლნ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გამოცემის მიხედვით, ქართველი მებრძოლის შემოსავალი, სავარაუდოდ $2 მილიონი იქნება.

რაც შეეხება მის კონკურენტ უმარ ნურმაგომედოვს, სავარაუდოდ, მისი გამომუშავებული თანხა, დაახლოებით $400 000 იქნება, ასევე ბონუსის სახით ის $100 000-ს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა დანა უაითმა "საღამოს საუკეთესო ბრძოლად" დაასახელა, რის შედეგადაც ორივე მებრძოლი დამატებით ბონუსის სახით 50 ათას დოლარს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის წლის პირველი pay-per-view ტურნირი დღეს, 19 იანვარს კალიფორნიის შტატში, ქალაქში ინგლვუდში, Intuit Dome არენაში გაიმართა. მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა. UFC 306 მაშინ ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართა და ქართველმა მებრძოლმა ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics