15:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 15:46:04, 579 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამერიკული მხარე ხედავს იმ პროგრესს, რასაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მივაღწიეთ

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ საჭიროა რეფორმების ბოლომდე მიყვანა; ამაში ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების დიდი მხარდაჭერის იმედი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა მიუნხენში, 51-ე  უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა განიხილეს. საუბარი შეეხო

საქართველოსა და ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც მისი განმარტებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის.  პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ფინანსური დახმარების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აშშ რჩება საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორად და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

«ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, რეგიონული უსაფრთხოების თემები. ამერიკული მხარე ხედავს საქართველოში იმ  პროგრესს, რასაც მივაღწიეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა პრობლემები ისევ რჩება ქვეყანაში, როგორიც არის ეკონომიკური გამოწვევები თუ სხვა, მაგრამ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ დავძლიოთ პრობლემები. ამაში კი  ჩვენ გვაქვს ამერიკის მხარდაჭერის იმედი,”-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაური მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის მთავარ თემას-უკრაინის კრიზისსაც შეეხო. მისი განმარტებით, ფორუმზე საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ ერთხელ შეთანხმდა იმაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics