10:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-18 14:00:07, 2023 ნახვა

სპორტი
ფეხბურთელი კრისტიან აცუ თურქეთში სახლის ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს

განაის ჰატაისპორის ნახევარმცველი კრისტიან აცუ თურქეთში მიწისძვრიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ,  ჩამონგრეული შენობის ქვეშ, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა.

31 წლის განას ფეხბურთელი გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც მიწისძვრამ ჰატაის პროვინციაში, დაანგრია სახლი სადაც ის ცხოვრობდა. კლუბმა Hatayspor-მა თავდაპირველად განაცხადა, რომ ფეხბურთელი "დაზიანებებით" გადაარჩინეს, მაგრამ ეს არ დადასტურდა.

„დამძიმებული გულით უნდა განვაცხადო, რომ დღეს დილით, სამწუხაროდ, კრისტიან აცუს ცხედარი აღმოაჩინეს. უღრმესი სამძიმარი მის ოჯახს და ახლობლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას მოლოცვისთვის და მხარდაჭერისთვის", - დაწერა შაბათს მისმა აგენტმა ნანა სეჩერემ. 

ატსუ ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩელსისა და ნიუკასლში თამაშობდა და განას ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა. 2022 წლის სექტემბერში ატსუ შეუერთდა თურქეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდს ჰატაისპორს და გაიტანა გამარჯვების გოლი თურქეთის სუპერლიგის მატჩში 5 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics