10:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 15:36:07, 561 ნახვა

პოლიტიკა
ნათელაშვილი: საქართველოს მილიარდელმა დირექტორმა, ხალხს სულში ჩააფურთხა

„საქართველოს მილიარდელმა დირექტორმა,  მოტყუებულ ქართველ ხალხს დასცინა და სულში ჩააფურთხა“, – ასე აფასებს  „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
მან ივანიშვილის განცხადებას,  ლარის კურსთან დაკავშრებით, ცინიზმი უწოდა.
„ცინიზმი იქამდე მივიდა, რომ ლარის გაუფასურება თუ სოციალურ–ეკონომიკური კატასტროფა სრულიად ჯანსაღად გამოაცხადა. საქართველოს  მილიარდელმა დირექტორმა, კიდევ ერთხელ დასცინა და სულში ჩააფურთხა მისგან არაერთხელ მოტყუებულ ქართველ ხალხს. სახეზეა რეჟიმის სისტემური კრახი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა  ევროკავშირს მოუწოდა, „რეჟიმზე ზეწოლა მოახდინონ“.
„მივმართავთ ევროკავშირს, მოახდინონ ზეწოლა რეჟიმზე,რათა სასწრაფოდ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და წავიდეთ ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედში“ ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ლარი საზოგადოებას ტვირთად არ აწევს“, რადგან  მისი დოლართან მიმართებაში გაუფასურება ფასებზე არ ასახულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics