2020-04-06 18:15:30, 18534 ნახვა
ომი უკრაინაში
ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ექთანი სტუდენტია, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ექთანი სტუდენტია.
როგორც რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ესენი არიან სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტის და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში . მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება არის მხოლოდ და მხოლოდ ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება. მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა შიდა, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ორი ექთანი კორონავირუსული ინფექციით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,