2015-01-23 09:51:50, 442 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა დავოსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე იმსჯელეს და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აზერბაიჯანთან პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დაპატიჟა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან