12:18 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 11:03:42, 1003 ნახვა

მსოფლიო
ერევანში მიმდინარე აქციაზე 240-მდე ადამიანი დააკავეს

ერევანის ცენტრში მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა 240-მდე აქტივისტი დააკავეს.

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, 7-მა დემონსტრანტმა და 11-მა პოლიციელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, რამდენიმე მათგანი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენა. ამასთან, სამართალდამცველებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მისასვლელი გზა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს მასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს. დემონსტრანტები პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ერევანის ცენტრში ბაგრამიანის გამზირზე 19 ივნისიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ახალი ტარიფი ძალაში 1-ელი აგვისტოდან უნდა შევიდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics