17:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-23 10:52:51, 612 ნახვა

სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დელეგაცია, ანდრია გოცირიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის კიბერთავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები  თურქეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების, ინფორმაციული სისტემებისა და კიბერთავდაცვის სარდალს, ბრიგადის გენერალ მუსტაფა აისანს, ასევე კიბერთავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ჩენგიზ ოზტეკეს და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირებს შეხვდნენ. მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი საქმიანობა გააცნეს და კიბერუსაფრთხოების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ქართული მხარე თურქეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემების, ასევე, კიბერთავდაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურასაც გაეცნო.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის ნატო-ს სასწავლო ცენტრში, თურქეთის ინფორმატიკისა და ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტში, კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიურ ცენტრსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მწარმოებელ ფირმებშიც - „ASELSAN“ და “HAVELSAN” იმყოფებოდნენ. 

თურქულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კიბერშესაძლებლობების განვითარებას საქართველოს თავდაცვის სფეროში და მხარი დაუჭიროს საქართველოს მონაწილეობას ნატოს სასწავლო ცენტრების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics