19:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 11:24:26, 799 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო უწყება რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას გმობს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერას  გმობს და მას რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციის კუთხით,  ძალისხმევის შემდგომი გართულებისკენ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ისევე როგორც, რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. სამინისტროს განცხადებით, იმ ფაქტმა, რომ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერა გაიმართა სწორედ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღეს, რადიკალურად გაართულა ამ მოლაპარაკებების ატმოსფერო.
ჩეხეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩეხეთის მხარე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივად აღებული ვალდებულების შემხვედრი ნაბიჯები და ხაზს უსვამს, საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებების გატარების აუცილებლობას, რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics