14:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 16:42:34, 700 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ტერნოპოლის ჯანდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილებას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკრაინის ქალაქ ტერნოპოლის 5 კაციანი დელეგაცია ეწვია.

სამინისტროს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობა დაკომპლექტებულია ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით (ოლგა იარმოლენკო-ტერნოპოლის საქალაქო საჭოს სამედიცინო უზრუნველყოფისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე, ვიქტორ კმიტა-ტერნოპოლის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პიოტრ ლევიცკი-ქალაქ ტერნოპოლის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის მთავარი ექიმი, ოლეგ დანილიუკი-ტერნოპოლის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი, იგორ გუმენი-ტერნოპილის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს თორაკალური ქირურგი).

ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტერნოპოლის საქალაქო საბჭოს ჯანდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის განყოფილებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია, მხარეებს შორის პროფესიული, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განვითარება. კერძოდ: პროფესიული და ორგანიზაციული გამოცდილების გაცვლა სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს შორის, ერთობლივი სამეცნიერო-სასწავლო და ორგანიზაციულ-მეთოდური ღონისძიებების (კონფერენციები, სემინარები) ჩატარება, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინციატივების ორგანიზება, მედიცინის მუშაკთა ერთობლივი სპორტული და კულტურული შეხვედრების მოწყობა, პირდაპირი კონტაქტების განვითარება ქ. ტერნოპოლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს შორის.

დელეგაციის წევრები აჭარაში 17 მაისამდე დარჩებიან და რეგიონის ჯანდაცვის სიტემას და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობას გაეცნობიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics