09:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 11:28:23, 394 ნახვა

პოლიტიკა
20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი მომზადდება

20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ  კანონპროექტის შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი მზად იქნება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ  კანონზე მუშაობის პროცესში ჩართულნი არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო  ხელისუფლების წევრები და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური  განვითარების ხელშეწყობა იქნება.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტში მარტში წარადგენენ. მისი განხილვა კი აპრილიდან დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics