14:32 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 13:28:01, 454 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იმყოფება. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში მიიღო. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილის  განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება. 

დღესვე, მეზობელი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

მოგვიანებით, სომხეთის  რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან. ეროვნულ აკადემიაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი იუნკერებს წაუკითხავს ლექციას თემაზე - „რეგიონული უსაფრთხოება სომხეთის გადასახედიდან“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics