11:13 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 18:33:18, 1976 ნახვა

კომენტარი მსოფლიო
სააკაშვილი: უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში მონაწილეობას აქტიურად მივიღებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინის განვითარებისათვის ბრძოლას იწყებს და უკრაინელებთან ერთად უკრაინის პოლიტიკური ელიტის შეცვლას გეგმავს.

როგორც სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მას უკრაინაში ადგილობრივების დიდი მხარდაჭერა აქვს. 

„ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ ოდესაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია უკრაინის გადარჩენა, ფეხზე დაყენება. აქ, დაახლოებით, ის არის, რაც საქართველოში იყო 2001 წელს - რეფორმები შეჩერდა, გაიჭედა, კორუფციამ ისევ ყველაფერი მოიცვა და ხალხი იყო და არის უკმაყოფილო. ხალხს უნდა დარაზმვა და წინ წაყვანა. ხალხთან ერთად ჩვენ უნდა შევცვალოთ მთელი უკრაინის პოლიტიკური ელიტა. მე ამაში მივიღებ აქტიურ მონაწილეობას. მე აქ მაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა. მთელ უკრაინაში ხალხმა დაინახა არა მხოლოდ საქართველოში რაც გავაკეთეთ, არამედ აქაც რისი გაკეთება შევძელით ურთულეს პირობებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება. უკრაინას სჭირდება ახალი პოლიტიკურ ელიტა და მის შექმნაში უახლოეს თვეებში მე ძალიან აქტიურად მივიღებ მონაწილეობას და ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდნეტმა და ოდესის ოლქის ჯერ მოქმედმა გუბერნატორმა პოსტის დატოვების შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ხელმძღვანელის  თანამდებობიდან გადადგომის საკითხს  ხვალ განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics