14:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 12:53:11, 877 ნახვა

კომენტარი
დავით უსუფაშვილი: საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია

საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს, იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ განაცხადა.

როგორ უსუფაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და ამავე დროს უდიდესი დღესასწაულის დღეა.

„ეს არის უდიდესი ტრაგედიის და აგრეთვე უდიდესი დღესასწაულის დღე. იმ ტრაგედიამ, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, შვა ის დღესასწაული, რაც 25 წლის წინ მოხდა - საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავიუსფალია და საიმედო ხელშია. ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, უამრავ ახლაგაზრდას, რომელიც ქვეყნის სადარაჯოზეა საქართველოშიც და სხვაგან. საქართველო აღარასდროს დაიჩოქებს, იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი. ის სისხლი, რაც აქ დაიღვარა, იქნება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის გამარჯვების. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა. მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად გამარჯვებულ და წინ წასულ საქართველოში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics