02:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 19:49:35, 2128 ნახვა

სხვადასხვა
რუსმა ოკუპანტებმა ლეგენდარული An-225 მრია გაანადგურეს

რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს უკრაინის ავიაციის ფლაგმანი - ლეგენდარული An-225 "Mriya".
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Ukroboronprom ფეისბუქზე იტყობინება.

ეს მოხდა ანტონოვის აეროდრომზე, გოსტომელში, კიევის მახლობლად, სადაც თვითმფრინავი მდებარეობდა. მის აღდგენას 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება და დიდი დრო დასჭირდება.

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აგრესორმა სახელმწიფომ გადაიხადოს ამ ბოროტებისთვის, იუწყება, Ukroboronprom-ი. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი ანტონოვ ან-225 მრია (მრია – უკრაინულად ოცნებას ნიშნავს) შეიქმნა საბჭოთა კავშირში, კერძოდ უკრაინაში. პირველი ფრენა 1988 წლის 21 დეკემბერს განხორციელდა. სიდიდის გარდა, ის გვევლინება როგორც ყველაზე მძიმე ტვირთმზიდი თვითმფრინავი. ან-225 შეიქმნა რუსული წარმოების კოსმოსური ხომალდის, „ბურანის“ ტრანსპორტირებისათვის. 1988-1994 წლების მანძილზე თვითმფრინავმა 110 მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ხოლო მისი რეკონსტრუქციის, შემდეგ ეს რიცხვი 127-მდე გაიზარდა. ან-225 -ის სიგრძე 84 მეტრია, მისი სიმაღლე  კი 18,2 მეტრი. 88 ადგილია მგზავრებისათვის, ხოლო 6 ეკიპაჟისათვის. თვითმფრინავის სატვირთო კაბინაში შესაძლებელია მოთავსდეს 50 ავტომობილი. მისი წონა ტვირთის გარეშე 250 ტონაა, ხოლო მაქსიმალური დატვირთვით 600 ტონა. საჰაერო ხომალდის საშუალო სიჩქარე 700 კმ/სთ-ია, ხოლო მაქსიმალური – 850კმ/სთ. დღესდღეობით მხოლოდ ერთი ან-225 არსებობს და ის უკრაინულ ავიაკომპანიას და თავისივე მწარმოებელს Antonov Airlines-ს ეკუთვნის.სავარაუდოა, რომ ამ ტიპის თვითმფრინავი კიდევ აიგება მომავალში, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ბაზრის მოთხვონებზეა დამოკიდებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics