2020-04-13 14:51:04, 4873 ნახვა
სხვადასხვა
კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დაიკეტა - ერთ დღეში 63 სასულიერო პირი დაინფიცირდა
კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დაიკეტა, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში მხოლოდ დღეს 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. საერთო ჯამში კიევ-პეჩერის ლავრაში COVID-19-ით 90 პირია დაავადებული.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი კარანტინის გამო განუსაზღვრელი დროით დაიკეტა. ვითარებას ადგილზე პოლიცია გააკონტროლებს.
შეგახსენებთ რომ დღეს ცნობილი გახდა კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირებული არქიმანდიტრი ნექტარი (ერისკაცობაში ალექსანდრ კოვალენკო) გარდაიცვალების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,