13:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 10:21:06, 1993 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პაციენტი #10ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად 26ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და გულშემატკივრობისთვის, ძალან გამაძლიერეთ ამით:)

არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძვნია მათგან არც დაღლა არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეხლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა❤️ მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ!

ჩვენ კი როგორც მოქალაქებმა ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს რომ გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ირგვლიც მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს“, - წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics