18:21 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 10:19:09, 768 ნახვა

სამართალი
„ორთაჭალ-ჰესის“ ფარებთან ჩაშვებული სახლართი ბადეები აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  „ორთაჭალ-ჰესის“ ფარებთან ჩაშვებული სახლართი ბადეები აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილის დათვალიერებისას ოთხი ერთეული სახლართი ბადე იქნა ნაპოვნი.

„ჰესის ტერიტორიაზე ნებისმიერი  მოწყობილობით თევზჭერა აკრძალულია. ფაქტი შემდგომი მოკვლევისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.

გარემოსდაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით,  თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს გარემოსდაცვითი ნებისმიერი კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics