13:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 10:37:28, 1334 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმეზე ყველაფერი გარკვეული იყოს

მთელი სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება; მინდა დავარწმუნო ყველა, მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გარკვეული",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამების ტაძრის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, გუშინ აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

მთავრობის მეთაური ვაზაგაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

"მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის. ბატონი იური იყო გამორჩეული, მებრძოლი, მართალი კაცი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ და ქედს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე. ეს მძიმე წუთებია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. მე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იყოს გარკვეული. 

"დღეს მექნება შეხვედრები, მინდა შუალედური ანგარიში მოვისმინო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ძალიან მალე გაიხსნება, რადგან საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics