13:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 13:54:39, 955 ნახვა

კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სუიციდის აღმოფხვრა შეუძლებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევის შემცირების მიზნით ფსიქოლოგები მუშაობენ, თუმცა მისი სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია.

ამის შესახებ მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, სუიციდი  მსოფლიოს სერიოზული გამოწვევაა.

„ჩვენს სისტემაში შარშან სუიციდის 7 ფაქტი იყო. ერთით მეტი ვიდრე წინა წელს. ჩვენთან მუშაობს სუცისიდის პრევენციის პროგრამა. ჩართულები არიან ფსიქიატრები და  ფსიქოლოგები. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სუიციდის ნიშნული დაბალ მაჩვებელზე დავწიოთ, მაგრამ ის რომ ჩვენ შევძლოთ ამის აღმოფხვრა ფაქტიურად შეუძლებელია.რადგან ეს არის დღევანდელი მსოფლიოს სერიოზული გამოწვევა. ჩვენმა თანამშრომელმა პრობაციის თბილისის ბიუროს უფროსმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მას არაფერი აკლდა, სამსახურიც ჰქონდა, ოჯახიც ჰყავდა. ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი... ამას ვერავინ ვერ გათვლის“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics