11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:04:18, 599 ნახვა

სამართალი
თეა წულუკიანი: მოსამართლე დავით ჯუღელზე ალბათ ზეწოლა ვერ განხორციელდა

„მოსამართლე დავით ჟუღელზე ალბათ ზეწოლა, რომ ვერ განხორციელდა, ამის ყველაზე დიდი დასტურია ის, რომ მან გირაოს შეთავაზება არ გაითვალისწინა და ციხეში მყოფი ხალხი გარეთ თავდებობით გამოუშვა“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა  წულუკიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც მოსამართლე დავით  ჯუღელზე ზეწოლა განხორციელდა და მან ამერიკისა და იტალიის სელჩოებს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. 
წულუკიანის თქმით, თუ მტკიცებულება იქნება, ვის შეიძლებოდა ჯუღელზე ზეწოლა  განეხორციელებინა, ამაზე გამოძიება აუცილებლად დაიწყება. 
„როცა ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს, მოსამართლე დავით ჯუღელზე არის ზეწოლა, ამ ინფორმაციის გავრცელების ავტორები  სხვადასხვა იყვნენ, ზოგი ხილული, ზოგი არასაჯარო განცხადებით.  ჩემთვის  ეს ინფორმაცია შემაშფოთებელი იყო, ხელისუფლების შიგნით თუ გარეთ, ინფორმაციის წყაროებთან  ვისაც რა უფლებამოსილება ჰქონდა, შევეცადეთ მაქსიმალურად სერიოზულად მოვკიდებოდით ამ საქმეს. ის, რომ მოსამართლე ჯუღელზე ალბათ ზეწოლა ვერ განხორციელდა, ამის ყველა უზენაესი დასტურია ის, რომ ჯუღელმა გაათავისუფლა ის ხალხი, რომელიც იყო ციხეში, არც გირაოს შეთავაზება გაითვალისწინა და ციხიდან თავდებობით გამოუშვა. ეს მოწმობს იმას, რომ მოსამართლე ჯუღელზე ზეწოლის განხორციელება თუ ვინმეს სურდა, არ გამოუვიდათ. რამდენადაც ცნობილია,პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია წყაროსთან ითხოვა და ითხოვს მტკიცებულებას, ამ მტკიცებულებას საჯაროდ ვითხოვ მეც, იმისათვის, რომ ყველანი, მე, ძალოვანი სტუქტურები, ვიდგეთ მოსამართლის ზეწოლისგან დაცვის სადარაჯოზე. თუკი იქნება მცირედი მტკიცებულება, ვინც შეეცადა განეხორციელებინა ზეწოლა ჯუღელზე, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, როგორც ჩანს, იქ დაიწყება გამოძიება“, - აღნიშნა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics