10:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-12 18:45:13, 2824 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ბრიუსელში გაემგზავრა.

13-14 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს შეხვდება.

სამინისტროს ცნობით, განხილვის მთავარი თემები იქნება: ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის განმტკიცებაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესი და მარტში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მასპინძლობით დაგეგმილი ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. ორმხრივი შეხვედრა ასევე გაიმართება ნატო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან ელჩ კეი ბეილი ჰაჩისონთან.

ბრიუსელის ვიზიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს გამართავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics