01:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-23 19:07:29, 8904 ნახვა

კულტურა
ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები გაიხსნა

საქართველოს იუტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები დღეს ანიმაციური ფილმების პროგრამით გაიხსნა.

დღესვე, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა". რეჟისორი: სიმონ ლავუა. 2017.
ეროვნული არქივის კინოთეატრი 23-25 სექტემბერს კანადური კინოს დღეებს მასპინძლობს.

რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით.

კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით.

ფილმებს წარადგენს კინოპროგრამის კურატორი, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ჯერი უაითი.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics