16:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 10:59:17, 1244 ნახვა

სამხედრო
შინდისის გმირების ახალი და მასშტაბური მემორიალის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება. 
პროექტის გასაგრძელებლად თავდაცვის სამინისტრომ ასი ათასი ლარი გამოყო.

მემორიალის იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს შინდისში შეხვდნენ. 

მოქანდაკემ და იდეის ავტორმა შინდისში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პროექტის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდება.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics