15:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 13:40:56, 1070 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავს მასშტაბური სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ

მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით წითელ მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი იმართება.

ღონისძიებაში 16 ათასი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას, 200-მდე სამხედრო ტექნიკა და 150-მდე თვითმფრინავია ჩართული. პარადზე ასევე, სამხედრო ტექნიკის ახალ მოდელებს პირველად წარადგენენ.

წითელ მოედანზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო კოოპერაცია რისკის ქვეშ დადგა.

აღლუმები უკვე ჩატარდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში.

მოსკოვში პარადზე 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. თუმცა ბევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, უკრაინის კრიზისში რუსეთის როლის გამო. მათ შორის, შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ლიდერები არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics