2017-09-05 01:44:45, 2524 ნახვა
რეგიონი
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთვება
ხულოში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო ვერტმფრენი ჩაერთვება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი მუშაობს.
ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ხულოში ხანძარი 3 სექტემბერს გაჩნდა.
ავტორი: ,