2017-08-17 13:39:48, 2379 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ გაათავისუფლა
სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ გაათავისუფლა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში 16 აგვისტოს დაკავებული აქტივისტი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, შინ დაბრუნდა.
როგორც გამოცემა წერს, აქტივისტი ვალდებულია, დილით, 09:30 საათზე კვლავ გამოცხადდეს ოკუპირებული სამხრეთ ოცეთის დე-ფაქტო პროკურატურაში, რათა მისი დაკითხვა გაგრძელდეს.
მედიის ცნობით, თამარ მეარაყიშვილის სახლი გაჩხრიკეს. ახლობლების თქმით, ე.წ. სამართალდამცველები გარკვეულ ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან