06:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 13:13:44, 344 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა ლუკაშენკოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მარგველაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბელორუსის მხარდაჭერას ურთულეს საკითხებთან მიმართებაში.

„ბატონი პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ის მადლიერება, რომელსაც ქართული სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოება გრძნობს ბელარუსი ხალხის მიმართ და პირადად ბატონ ალექსანდრ გრეგორიჩის მიმართ, იმ მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოს ურთულეს საკითხებთან მიმართებაში. ძალიან რთულ ვითარებაში, ჩვენი ბელარუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ  მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამისათვის ჩვენ დიდი მადლობა ვუთხარით როგორც ბატონ პრეზიდენტს, ასევე მთელ ბელარუს ხალხს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბელორუსის დელეგაციას ჩამობრძანებისთვის და  როგორც მან აღნიშნა,  მინსკი რეგიონის სტაბილურობის, მშვიდობიანი შეთანხმებების ქალაქი გახდა. 

„ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი როლიც, რომელსაც ჩვენი ბელარუსი მეგობრები თამაშობენ ჩვენი ერთიანი საარსებო სივრცის, პრობლემების მშივიდობიანი გადაჭრების მიმართულებებით. მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია ჩვენ შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე მთელ რეგიონს. დასასრულს, მე მინდა მადლობა ვუთხრა ბელარუსის პრეზიდენტს მის აღმატებულებას ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის დელეგაციას ჩამობრძანებისთვის. მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს არის დასაწყისი ძალიან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics