16:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-15 18:33:23, 502 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი აშშ-ის ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მაღალი დონის დელეგაციას შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს შსს-ს შესაძლებლობები ბირთვული და რადიაციული გაუვრცელებლობის კუთხით და ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერის პროგრამებზე; შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართულ-ამერიკული მხარეების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, ამერიკული მხარის თანამშრომლობის შედეგად, ყველა საერთაშორისო სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დამონტაჟდა რადიაციული კონტროლის აღჭურვილობა და შსს-ს გადმოეცა მეორადი ინსპექტირების ხელის მოწყობილობები; მოწოდებულ იქნა სტაციონარული აღჭურვილობა (100-ზე მეტი რადიაციული პორტალური მონიტორი), მობილური აღმომჩენი ტექნოლოგია, ხელის აპარატურის ჩათვლით (პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის კონტროლის მოწყობილობები და რადიოაქტიური იზოტოპის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები – მთლიანობაში 250 ერთეული); აღნიშნული აპარატურა განკუთვნილია ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალის უკანონო მოძრაობის გამოვლინებისა და სათანადო რეაგირებისთვის.

უწყების ცნობით, მომზადდნენ შსს-ს სპეციალისტები და სერტიფიცირებული ინსტრუქტორები. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი სგპ-ში რადიაციული კონტროლის წარმოების შესახებ და განისაზღვრა უწყებათშორისი კომპეტენციები.

ჯამში, პროგრამის ბიუჯეტმა 40 მილიონი დოლარი შეადგინა. პროგრამის დასრულების შემდგომ, შესაძლებელი იქნება ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო მოძრაობის 98%-ის სკრინინგი ბირთვული და ნორმატიული კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული რადიოაქტიური მასალების გამოვლინების მიზნით.

აშშ-ის დელეგაციას, ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის (DNN) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰუიზენგა ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics