2015-04-14 15:03:52, 342 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია
„დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები აკრძალულია“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„ის კანონები რაც მიღებულია, უნდა დავიცვათ. დღევანდელი კანონმდებლობით ნეპოტიზმის გამოვლინებები არის აკრძალული, თუ ამას ვინმე არღვევს იმისთვის დაწესებულია კონკრეტული პასუხიმგებლობა. ასე რომ ზოგადად, თემა იმის თაობაზე, რომ საჯარო სამსახური უნდა იყოს გამჭვირვალე, საჯარო სამსახურში დასაქმება მოსამსახურეების უნდა ეფუძნებოდეს შრომითუნარჩვევებს, გამოცდილებას და სხვა ამ საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე არის მოგვარებული“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან