12:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 18:12:04, 458 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

საქართველოს 14 აპრილს, ოფიციალური ვიზიტით დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარტინ ლიდეგორდი, გჟეგოჟ სხეტინა და მარგოტ ვალსტრომი ეწვევიან.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრები შეხვედრას გამართავენ ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან რის შემდეგაც გაიმართება ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გაერთიანებული პრესკონფერენცია.

დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. გაიმართება შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „თბილისის კონფერენციის" დაფუძნების შესახებ.   აღნიშნული გულისხმობს პოლონეთის მხარდაჭერას და მისი გამოცდილების გაზიარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

აღსანიშნავია, რომ სამმხრივ ფორმატში ეს სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა პირველი  ერთობლივი ვიზიტია საქართველოში.

„საქართველო სამი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ვიზიტს განიხილავს, როგორც პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოხატულებას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics