2015-04-08 17:56:41, 366 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი მოსახლეობას საკრებულოს უკანა კარიდან გაეპარა
თბილისის საკრებულოსთან შეკრებილ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მოსახლეობის ნაწილს დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა. მერმა საკრებულოს შენობა უკანა გასასვლელიდან დატოვა.
საკრებულოს შენობა თბილისის მერმა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებმა შეკითხვები ვერ დაუსვეს. ორგანიზაციებს მერისთვის უნდა ეკითხათ- უყვარს თუ არა მას ცხოველები. ამასთან, ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ისინისაკრებულოს დადგენილების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოებს. რამდენიმე ორგანიზაცია აპირებს მიღებული დადგენილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან