03:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 11:14:43, 591 ნახვა

სამართალი
დაუბეგრავი მინიმუმით უკანონოდ სარგებლობისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად გამოავლინა სქემა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების  ფაქტზე დააკავა მოქალაქეები, ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, ლევან შურღაია და გრიგოლ ძაგანია.

ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით,  ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა  სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორ გიორგაძე, ნანი კობახიძე, ვასილ გაბუნია. 

როგორც გრძელიშვილმა განაცხადა, ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო შპს „პრომაშინის „ ბუღალტერი ნანა  მენთეშაშვილი, მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძაგანია და მათი მეგობარი ზურაბ ვაჩეიშვილი ე.წ. დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.  ამის შემდეგ ამ მოქალაქეების სახელით  შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ დაუბეგრავი მინიმუმის სახელმწიფოს კუთვნილ თანხას.

მისივე თქმით, საერთო ჯამში ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  419 095 ლარი შეადგინა.

" გამოძება ასევე გრძელდება აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, 
ყველას ვისაც აქვს მსგავსი ბოროტი განზრახვა საგამოძებო აფრთხილებს მათ, რომ აუცილებლად იქნება მსგავსი დანაშაული გამოძებული“, – აღნიშნა გრძელიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics