16:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 13:21:08, 687 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტებში გასვლებს იწყებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორ თინათინ ზოიძესთან ერთად კურორტ „გოდერძი“-ს მენეჯმენტსა და ხულოს გამგებელ ბესიკ ბაუჩაძეს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე კურორტსა და ზოგადად, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

გარდა ამისა, ისაუბრეს იმ ახალ ტურისტულ მარშრუტებზე, რომელთა მარკირებასა და ამუშავებას ტურისტული პროდუქტების სააგენტო ხულოს მუციპალიტეტში გეგმავს. 2017 წლისთვის, სააგენტო აპირებს სრულად მოახდინოს შემდეგი ტურისტული მარშრუტის მარკირება -   ხულო-დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი.

კურორტ გოდერძის მენეჯმენთან ზურაბ ჭურკვეიძესთან და ზვიად ემირიძესთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება კურორტზე სათავგადასავლო, საცხენოსნო და საველოსიპედო მარშრუტების შექმნის და ზაფხულის პერიოდში გოდერძიზე სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების აუცილებლობაზე გამახვილდა, რაც ზაფხულში კურორტის დატვირთვას შეუწყობს ხელს.

 კურორტ „გოდერძი“-ს დირექტორმა ზურაბ ჭურკვეიძემ გოდერძის მიმდებარედ არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის ტრენინგებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩატარების სურვილი გამოთქვა.

ამ კუთხით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ს ფარგლებში გეგმავს  ტრენინგებს და საოჯახო სახლების მეპატრონეებს გააცნობს სერვისის თანამედროვე სტანდარტებს.  

შეხვედრაზე კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაც განიხილეს. 2018-2019 წლიდან კურორტზე ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი“ და „ეიფორია სქაი თაუერი“ გაიხსნება.

სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის პარალელურად დასრულდება კურორტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს შემდეგ კვირაშიც გამართავს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics