11:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 14:24:36, 870 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ბაღის აღსაზრდელთა სკრინინგი დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის თვითმმართველობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიება ბათუმის N30 საბავშვო ბაღში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერმაკოვმა მოაწერეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პროფილაქტიკურ შემოწმებას, ჰელმინთებზე ლაბორატორიულ კვლევას, საჭიროების შემთხვევაში სკრინინგის შემდგომ კონსულტაციას, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარებას.

პროგრამით ისარგებლებენ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები (არანაკლებ 90%-ისა)6 რომლებსაც ჩაუტარდებათ პედიატრის, ოტოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები, ჰელმინთებზე ლაბორატორიულ კვლევა. პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიომეტრია და სხვა.

პროექტის განხორციელებაზე ვალდებულებას იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ხოლო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტეის მერია იღებს ვალდებულებას - ქ ბათუმის მერიის ააიპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მეშვეობით ხელი შეუწყოს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორგანიზება გაუწიოს ბაღის აღსაზრდელთა მობილიზაციას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics