12:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-04 17:27:41, 502 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიღეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიღეს.

უწყების ინფორმცაციით, შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ  საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.

მაშველებმა ცისტერნა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად ამოიღეს და სპეციალურ მისაბმელზე განათავსეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა მანქანის მძღოლი, რომელსაც დროულად ჩაუტარდა პირველადი დახმარება და საავადმყოფოშია გადაყვანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics