14:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 12:54:24, 741 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ტაავი რიივასს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. 

"მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ყოველგვარი გადამეტების გარეშე, არის საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორი და ერთგული მეგობარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკური, თავდაცვის, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით კიდევ უფრო გაღრმავდება და სრულიად ახალ განზომილებას შეიძენს. 

ორი ქვეყნის სამაგალითო ურთიერთობასა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა ესტონეთის პრემიერმა.

"ნება მომეცით, ვთქვა საქართველოს მომავლის სადღეგრძელო, იმ ევროპული მომავლის, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის და ხალხის მიერ არჩეული პოლოტიკოსების მიერ და არავის, არც ერთ მეზობელს არ აქვს უფლება, ჩაერიოს თქვენს არჩევანში",- განაცხადა ტაავი რიივასმა.
ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე სტუმრებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართული ღვინის ისტორიას გაეცნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics