2015-03-31 14:15:02, 317 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაა.
ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოს ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაა. ამას ემსახურება პერსონალის მართვის სისტემის განვითარება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა და თავდაცვითი შეიარაღების განახლება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან