2017-01-20 14:54:22, 1803 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბეჟაშვილი: პარტიის გენმდივნის ფუნქციას მერაბიშვილის გათავისუფლებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი დაეთმობათ რეგიონალური კონფერენციების მიერ არჩეულ პოლიტსაბჭოს წევრებს.
"მაქსიმალურად ვრთავთ რეგიონებისა და რაიონების წარმომადგენლებს პოლიტსაბჭოში და გადაწყვეტილების მიღება მათზეც იქნება დამოკიდებული",-აღნიშნა ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა, ბეჟაშვილის განმარტებით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითვისებს გენერალური მდივნის ფუნქციას, თუმცა პარტიის გენმდივანი კვლავ ვანო მერაბიშვილი იქნება:
"მერაბიშვილის გათავისუფლებამდე მის ფუნქციას შეითავსებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. გათავისუფლების შემდეგ, მას ექნება საშუალება, იყოს გენერალური მდივანი",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან