|
2017-01-18 12:21:54, 1857 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
სერგეენკო: ზოგიერთმა კლინიკამ თანხები მენეჯმენტის კეთილდღეობაზე დახარჯა, პაციენტებზე კი, მცირე ნაწილი მიმართა
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა აღნიშნა, გამოიკვეთა კლინიკები, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიმართული აქვთ ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ, ხოლო მინიმალური ნაწილი პაციენტის მოვლისკენ. „უდაოდ და დადასტურებულად მიჩნეულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, არის ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელმაც მოსახელობის უდიდეს ნაწილს შვება მიანიჭა. ოთხი წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტოროს დასჯის რეპრესიული მეთოდისთვის არცერცერთხელ მიუმართავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ დაიცავს სახელწიფო ინტერესებს. ჩვენმა პოზიციამ რიგ კლინიკებს აშკარად მცდარი მოლოდინები შეუქმნა, მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხა დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე, ხოლო პაციენტებზე მინიმალური თანხა მიემართათ. ახლავე გიდასტურებთ, რომ ამის ატანას არც ვაპირებდით და არც ვაპირებთ. არ დავასახელბ კლინიკებს, მაგრამ, როდესაც ერთ-ერთი კლინიკური გაერთიანების ერთ შენობაში, ერთ ეზოში მოქცეულია რამდენიმე წამყვანი კლინიკა და ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო გთხოვს, ეზო მოაწესრიგო და პასუხად სამინისტრო ისმენს, რომ ეს ტერიტორია განაწილებული არ არის კლინიკებზე. სამაგიეროდ შესასვლელში შლაგბაუმია, რომელიც ალბათ ყველაზე გამართულია კლინიკაში, ეს თითქოს მარტივია, მაგრამ აჩვენებს კლინიკების დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი“, -განაცხადა მინისტრმა. მისივე განცხადებით, ასევე იკვეთება ისეთი ტიპის კლინიკები, რომლებმაც ნონსენსი მოიფიქრეს და ფრაგმენტული სერვისები დააფუძნეს. „მაგალითად, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება, რომელიც ქუჩიდან იღებს პაციენტს და ქუჩაშივე უშვებს. გიდასტურებთ, რომ ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ ურთიერთიერთობა გავაგრძელოთ. განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან,როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს, იკვეთება სიტუაცია, როდესაც მოთხოვნილი თანხის თითქმის 90 % არის გადახდილი, დარჩენილია 10 %, როგორც სადაო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს იმის საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო თანხებს დროულად არ იხდის. „ამ დროს სახელმწიფოს 90% აქვს გადახდილი, ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომარული იმაზე, რომ ასეთ კლინიკებთა იგივე ტიპის თანამშრომლობა გავაგრძელოთ“, - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრის თქმით, აღნიშნული მსჯელობა და საუბარი არ მოიაზრებს იმას, რომ რეფორმის რომელიმე მიმართულება, რომელიმე კლინიკის პოზიციის გამო შეიცვლება. „ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბდება რომელიმე კლინიკის მონაწილეობით ან მონაწილეობის გარეშე. ეს იქნება ლეგალური ინსტრუმენტები, რეფორმების კომპლექსი, რომლის მთავარი ამოცანა - ლაიტმოტივი შეიძლება გამოისახოს ერთი სიტყვით - ეს არის ხარისხი , ხარისხი და კიდევ ერთხელ ხარისხი. პაციენტის მოვლის ხარისხი“, - დასძინა დავით სერგეენკომ.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)