21:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 12:57:40, 1546 ნახვა

კომენტარი
"ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია ერთად გავაუმჯობესოთ"

ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონივრულობა და დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან, რათა კონსტიტუცია, ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის კომისიაში მუშაობაზე, მხოლოდ ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა იქნება.

„მე რომ არ ვიყო ამ კომისიის წევრი, ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური; რომელიმე ახლანდელი წევრი რომ არ იყოს წევრი,  ეს კომისია მაინც იქნება ლეგიტიმური. ამიტომაც, ალბათ ყველა ინსტიტუტმა კეთილი უნდა ინებოს, გამოიჩინოს კეთილგონივრულობა, დაჯდეს სამუშაო მაგიდასთან სხვა ინსტიტუტებთან, რათა კონსტიტუცია, ჩვენი ძირითადი კანონი და ფუძემდებლური სამართლებრივი ტექსტი ერთად გავაუმჯობესოთ. თუკი რომელიმე ინსტიტუტი უარს იტყვის ამაზე, ეს ამ მოცემული ინსტიტუტის პრობლემა მგონია“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, გარკვეული ცვლილებების პროექტი არსებობს,  მართლმსაჯულების, ადამიანთა უფლებების კუთხით და მუშაობა ნულიდან არ დაიწყება.

„წინა მოწვევის კომისიამ იმუშავა ცვლილებებზე, ჩვენც ვიყავით ამაში ჩართული. ამიტომ ჩვენ ნულიდან არ ვიწყებთ. ნუ გაგიკვირდებათ, რომ უკვე არსებობს პროექტები, მთავარია, ამ პროექტებზე მუშაობა გაგრძელდეს“,-აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics