21:49 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 18:41:16, 1857 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
გიორგი არობელიძე: მიუხედავად პოზიტივისა, პირადად მე ვფიქრობ, რომ მე-6 კორპუსში უნდა დავრჩეთ

აუდიტორია 115-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის  თავმჯდომარესთან და წევრებთან დასრულდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეწყდება თსუ-ს მე-6 კორპუსის პიკეტირება.  აუდიტორია 115-ის წარმომადგენელის გიორგი არობელიძის განცხადებით,  კომიტეტის ყველა წევრი თანხმდება, რომ ცვლილებები საჭიროა და რომ სტუდენტური თვითმმართველობა დღევანდელი ფორმით არ უნდა არსებობდეს:

„ვთანხმდებით, რომ  აუცილებელია იმგვარი ფორმის შემუშავება, რომელიც ერთის მხრივ  ყველა სტუდენტს მისცემს  საშუალებას,  თანაბრად ჩაერთონ უნივერსიტეტის მართვის პროცესში და მეორეს მხრივ,  მოხდეს რესურსების თანაბრად გადანაწილება“,-აღნიშნა  გიორგი არობელიძემ.

პირადად მისი პოზიციაა, რომ სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, პროტესტი არ შეწყდეს:

„თუ გავითვალისწინებთ მთელ ამ პერიოდს,  გამოცდილებას, ჩემი მოსაზრებაა, რომ  მიუხდედავად ყველაფრისა, პოზიტივისა, რაც იყო  პარლამენტის წევრების მხრიდან,  უნდა დავრჩეთ მე-6 კორპუსში. აუდიტორია 115-თნ გავივლით კონსულტაციებს“,-განაცხადა აუდფიტორია115-ის წარმომადგენელმა გიორგი არობელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics