12:00 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 15:48:54, 1116 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნოდარ ხადური: ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები იყო საჭირო

ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატება უსურვა. ნოდარ ხადური იზიარებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის  გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, რომ ფინანსთა სამინისტროში ცვლილებები იყო საჭირო.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა წარმატება ვუსურვო მთავრობის ახალ შემადგენლობას და განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს მომავალ ხელმძღვანელს. ძალიან საინტერესო  სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებული იქნება. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის შეცვლას, 4 წელი ვიყავი მე-8 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ფინანსთა მინისტრი და  მეც აბსოლუტურად ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის ხედვას, რომ საჭირო იყო  ცვლილებები ფინანსთა სამინისტროში.  დარწმუნებული ვარ, ახალი ფინანსთა მინისტრი  წარმატებით გააგრძელებს დაწყებულ რეფორმებს“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics