12:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 15:55:23, 648 ნახვა

სამხედრო
„ნატო - საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიმდინარე „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ აქტიურ ფაზაში გადადის.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნატოს 13 წევრი და პარტნიორი ქვეყნის ოფიცრები სიმულაციური სცენარის გასათამაშებლად ემზადებიან.

„სცენარის მიხედვით, კრიზისი გამოგონილ ქვეყანაში ვითარდება. გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კრიზისის დასრულების მიზნით მასში ჩართვა გადაწყვიტა. მოქმედების რაიონში უკვე გადასროლილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალებით დაკომპლექტებული მრავალეროვნული ბრიგადა. ბრიგადის შტაბის საკვანძო პირებს ქართველი ოფიცრები წარმოადგენენ. სცენარის თანახმად, ამჟამად ერთობლივი დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა განახორციელოს მრავალეროვნულმა ბრიგადამ ოპერაცია მოქმედების რაიონში“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად 10 ნოემბერს გაიხსნა. სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016” ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება. მასში ქართველ ოფიცრებთან ერთად ალიანსის 11 წევრი (თურქეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდების სამეფო, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბელგია, სლოვენია, გაერთიანებული სამეფო, აშშ) და 2 პარტნიორი ქვეყნის (უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია) 250 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics