14:32 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 17:28:37, 369 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და ესეისტი  გიორგი კეკელიძე ესტუმრა.

შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში გაიმართა და მას 20  მოსწავლე დაესწრო. 

სტუმარი ახალგაზრდებს  საკუთარი პროფესიული არჩევანის, საყვარელი ლიტერატურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. გიორგი კეკელიძემ „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს უამბო, თუ რა სირთულეები ახლავს თან ადამიანის პროფესიულ არჩევანს და  რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის. მან საკუთარი პროფესიული არჩევანის შესახებ საუბრისას გაიხსენა ის სირთულეებიც, რომლებიც განათლების მიღებისა და მისი საქმიანობის პირველ ეტაპებს ახლდა თან.

შეხვედრის  მონაწილეები სტუმრის საყვარელი წიგნებით, ფილმებითა და რეჟისორებით დაინტერესდნენ.

როგორც სტუმარმა აღნიშნა, მისთვის ამ ეტაპზე  ყველაზე საოცნებო პროფესია რეჟისურაა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც ცნობილია, „ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა. მისი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. „პროფესიული არჩევანი“ „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ყოველკვირეულად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics